''ბარსელონასა'' და ''მან. იუნაიტედის'' მატჩს ქართველი უხელმძღვანელებს


Image Alternative text Image Alternative text Image Alternative text Image Alternative text


ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრას ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედს'' შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ირაკლი ნაკაიძე  უეფას დელეგატისა და მატჩის დირექტორის სტატუსით უხელმძღვანელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური: ''დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას უეფას დელეგატისა და მატჩის დირექტორის სტატუსით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ირაკლი ნაკაიძე უხელმძღვანელებს.''

ერთი კვირის წინ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო, დღეს კი უპირატესობის განმტკიცებას ეცდება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ლა ლიგას კომფორტული სხვაობით ლიდერობს და სრული ძალები სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს მომართული.

უქმეებზე საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოიგო „იუნაიტედმა“, რომელმაც საკუთარ არენაზე „ვესტ ჰემთან“, პოლ პოგბას ზუსტად შესრულებული პენალტების წყალობით იმარჯვა და უმნიშვნელოვანესი ქულები აიღო.

მასპინძელთაგან განსხვავებით, სერიოზული საკადრო პრობლემებია ინგლისელთა ბანაკში, რომელთა მხრიდანაც ბაილი, ერერა, შოუ და ვალენსია ვერ ითამაშებენ. ოლე გუნარ სულშერი გუნდს ბოლო 6 დღეში მესამე თამაშის ჩატარება უწევს. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, სპორტში რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.скачать dle 12.0



 
კომენტარები